სებ-ი სამეფო მონეტების გამოშვებას იწყებს

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის „საქართველოს მეფეები” გამოშვებას იწყებს.

სერიის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით მოთხრობილი და გამთლიანებული ქვეყნის ისტორია აღიქმება, როგორც კონკრეტული გზავნილი თანამედროვეობისადმი. შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის.

2020 წელს, სერიიდან „საქართველოს მეფეები” პირველი მონეტა გამოვა, რომელიც მეფე ერეკლე მეორეს მოღვაწეობას მიეძღვნება.

ამ მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად ღია კონკურსს აცხადებს.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …