სებ-ი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოებას წლის ბოლოსთვის ელის

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირების დაწყებას ელის.

ეროვნული ბანკის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფლაცია წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

“ამ მაჩვენებელზე გასვლას უზრუნველყოფს მონეტარული პოლიტიკა, რომელიც მკაცრი დარჩება მანამ, სანამ საშუალოვადიანი ინფლაციის მოლოდინები მიზნობრივ სამ პროცენტამდე არ შემცირდება.

ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზომიერი ზრდის ტემპი ნარჩუნდება. საგულისხმოა, რომ, მიუხედავად ზაფხულის ჩავარდნისა, გასული წლის ოქტომბრიდან ტურისტული შემოსავლების წლიური ცვლილება კვლავ დადებითი გახდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელსაც გაგრძელდა წინა წლების ტენდენცია და მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის გავრცელებულ რელიზში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …