სებ-ი თანამშრომლების 90%-ს დისტანციურად ამუშავებს, ბანკებს ფული მიეწოდება

თბილისი (BPI) – სებ-ი cov-ით ინფიცირებული თანამშრომლების რაოდენობის 16 -მდე გაზრდაზე აცხადებს. გასულ კვირას 7 გამოვლინდა 6-ა 1-ისგან გადაედო და როგორც გაირკვა სხვებსაც.მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია.
ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით.

თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა.

სებ-ი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდება სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას.

“გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს. ერთობლივი ქმედებებით, პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას”, აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

სებ-ის განცხადებაში აღნიშნულია ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის როლზე,, სექტორის გამართული ფუნქციონირებისა და ეკონომიკის ფულის ნიშნებით მომარაგების საქმეში. სებ-ს საქმიანობის უწყვეტობის გეგმა უკვე გაააჩნია და შეიმუშავა პოტენციური რისკების შეფასების სისტემა, მოვლენათა სხვადასხვა სცენარისთვის, გართულებების პირობებშიც კი, სრული ოპერაციული მზაობისთვის.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …