სებ-ის რეგულაციებმა ბინის მყიდველები დააჩქარა

თბილისი (BPI) -საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ  4.1 მლრდ  ლარი შეადგინა, რომლის 65% ახალ ბინებზე მოდის. ზრდაა 31% , რასაც იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობასთან ერთად სებ-ის რეგულაციების მოლოდინმა შეუწყო ხელი.რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კი  2019 წლის იანვარში  იპოთეკური სესხები 47 %-ით (Y.Y) შემცირდა.

“თიბისი კაპიტალის” კვლევით, 2018 წელს მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა პრემიუმ და საშუალო სეგმენტის ბინებზე აღინიშნა. სამშენებლო რეგულაციების ფონზე, თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 45%-ით არის შემცირებული (Y.Y) .

თიბისი კაპიტალის გათვლებით, სამშენებლო ნებართვების 45% კლება  2021 წლის დასრულებულ მშენებლობებში აისახება.

ფუნდამენტური კრიტერიუმები ჯანსაღia,  რაც  სექტორის „გადახურების“ საშიშროებას გამორიცხავს. 2018 წლის ტრანზაქციების საშუალო ფასი  6%-თ (Y.Y) გაზრდილია ლარში, 5%-ით(Y.Y) დოლარში. ყველაზე ძვირი უბანი მთაწმინდაა..

მსგავს ქალაქებთან შედარებით თბილისის ფასი უფრო დაბალია,  რაც სამომავლო ზრდის შესაძლებლობაზე მიუთითებს. გრძელვადიან პერსპექტივაში თიბისი კაპიტალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ნელ და სტაბილურ ზრდას პროგნოზირებს, ახლო მომავალში ზომიერი ბალანსის შენარჩუნებით.

„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური  კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა.

დაკავშირებული სურათი
დაკავშირებული სურათი

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …