სებ-ის პრეზიდენტს თავს უნდა ესხმოდნენ, ეს ნორმალურია, რადგან ის უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია და არ შეიძლება, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუცია ყველას მოსწონდეს – გიორგი აბაშიშვილი

სებ-ის პრეზიდენტს თავს უნდა ესხმოდნენ, ეს ნორმალურია, რადგან ის უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია და არ შეიძლება, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუცია ყველას მოსწონდეს, – განაცხადა CIU ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, საქართველოში გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ადგილობრივმა კონსულტანტმა გიორგი აბაშიშვილი, რომელიც დღეს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სებ-ის მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენას დაესწრო.

გიორგი აბაშიშვილი, რომელიც წარსულში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო, დღეს მიიჩნევს, რომ თავის დროზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან, სებ-ის პრეზიდენტის პოსტზე კობა გვენეტაძის წარდგენა სწორი გადაწყვეტილება იყო.

“ვრწმუნდები, რომ თავის დროზე სებ-ის პრეზიდენტის პოსტზე თქვენი წარდგენა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო… ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თავს უნდა ესხმოდნენ, ეს ნორმალურია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სწორად უნდა იცავდეს თავს, რადგან ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია და არ შეიძლება, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუცია ყველას მოსწონდეს. თავდასხმები გაძლიერდება პოლიტიკურ ჭრილში და ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. თქვენი პრეზიდენტობის შემდგომ გაიხსნა ინფორმაცია მთელ რიგ საკითხებში, მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებაზე ინფორმაცია და ა.შ. შესაძლოა, ამაზე მოკლე ინფორმაცია ყოფილიყო და მორჩა“, –  მიმართა კომიტეტის სხდომაზე სებ-ის პრეზიდენტს გიორგი აბაშიშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …