სებ-ის პრეზიდენტზე თავდასხმით “ფუნდამენტურად გამყარებული” ₾არი მოლოდინების ახალ ტალღაში ყვება

თბილისი (BPI) – მაჟორიტარი  დეპუტატი ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს  Facebook სტატუსით  ეროვნულ ბანკის (სებ) პრეზიდენტზე  „გუნდური შეტევა უხერხულია” . კობა გვენეტაძეს კი ახსენებს, როგორ აფრთხილება, მთავრობის გუნდრუკს შეშვებოდა, რაც უკან მოუბრუნდებოდა.

“ეკონომიკას ვერაფერს შველიან  და  ეროვნულ ბანკს და გვენეტაძეს შეახოცავენ.  ლარის კურსზე ჩემი პრეტენზიისას გადაფარებულები იყვნენ და ჩემი დასაცვი გახდება ვატყობ”, – ლევან კობერიძე  მმართველი პარტიას მოუწოდებს  უპასუხიმგებლო განცხადებებით, ნუ ქმნიან ზუდ მოლოდინებს, რადგან მავნებლობაა, ლარის კურსზე  აისახება და უფრო გააძვირებს სამომხმარებლო ფასებს.

“კობა, გეუბნებოდი საჯაროდ, გაფრთხილებდი, შენ გამოგიყვანენ განტევების ვაცად, ნუ უკმევ გუნდრუკს, არ დაგინდობენ მეთქი და არ დამიჯერე და აჰა”, – მიმართა სოციალურ ქსელში  პარლამენტის წევრმა სებ-ის პრეზიდენტს.

სებ-ის არაადქვეტურობაზე, რათანმდიდევრულ საზედამხედველო პოლიტიკაზე და მთავრობასთან  კოორდინაციის საჭიროებაზე  20  ნოემბერს,  ბიზნესასოციაცია,  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და ბანკირი ერთად ალაპარაკდა.  21 ნოემბერს  კის პრემიერის შემდეგ , მისი ახლადდანიშნული სპიკერი.

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.