სებ-ის კვლევა: ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც:
ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირდა მოლოდინები საკუთარი პროდუქციის ფასების ცვლილებაზე მომდევნო 1 წელში შემცირებულია წინა თვესთან შედარებით კომპანიების უტილიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია განახლებულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის დეკემბრის თვის შედეგები:

ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებითერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 6%-8% ინტერვალში ვარაუდობენშემცირებულია. ხოლო, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით გაზრდილია იმ რესპონდენტთარაოდენობა, რომლებიც ინფლაციის ცვლილებას 4%- 6%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზეინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 6%-8%-ისფარგლებში ფიქრობენ შემცირებულია. მეორე მხრივ, ნოემბერთან შედარებით, გაიზარდა იმმონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 4%- 6%-ის და 0%-2% ფარგლებშიელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად შემცირებულია იმრესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების შემცირებას8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 0%-2%-სა და 4%-6%-ის ფარგლებშიელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით მოლოდინებიხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიცხელფასების ცვლილებას 10%- 20%-ზე მეტად ელოდებიან შემცირებულია. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10% ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, დეკემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსებისგამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურგამოყენებასთან შედარებით) ნოემბერთან შედარებით გაზრდილია.

შემთხვევითი სიახლე

კაკაოს ფასი მომდევნო სამ თვეში ტონაზე 5,500 დოლარამდე შემცირდება

საერთაშორისო ბაზრის ანალიტიკოსებმა კაკაოს ფასთან დაკავშირებით ახალი პროგნოზი გამოაქვეყნეს. ექსპერტების ვარაუდით, უახლოეს სამ თვეში კაკაოს …