სებ-ის ინტერვენციამ ლარი გაუფასურებისგან გადაარჩინა

თბილისი (BPI) – სებ-ის ინტერვენციამ შედეგი გამოიღო. 27 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9552 ლარი შეადგინა, ანუ დოლარი 2.56 თეთრით გაუფასურდა.

გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 3.2286 ლარია. ევროს ცვლილებამ 2.85 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5218 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.6319 ლარი ეღირება.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა, საშუალო შეწონილი შეწონილი გაცვლითი კურსი 2.9546 იყო.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 200 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი …