სებასტიან მოლინეუსი: წელს საქართველოსთვის ეკონომიკური გამძლეობის შემოწმების წელი იქნება

თბილისი (BPI) – სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი საქართველოს წელს რთულ წელს უწინასწარმეტყველებს. როგორც მან გადაცემა ბიზნესპარტნიორში განაცხადა, ეს იქნება ეკონომიკის გამძლეობის შემოწმების წელი.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსი სერიოზულ რისკებს უქმნის გლობალურ ეკონომიკას და გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოსაზრებით, წლევანდელი წელი საქართველოს კრიზისის მართვის უნარს გამოცდის.

მოლინეუსი ზემოქმედების ორ ფაქტორზე საუბრობს: გავლენა ჯანდაცვაზე და გავლენა ეკონომიკაზე.

“ვხედავ გარკვეულ შავ ღრუბლებს საქართველოს ეკონომიკის თავზე. მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად შეამცირეს. ეს საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდენს გავლენას. ტურიზმი არის ერთ-ერთი ის სექტორია, რომელიც შემცირდება და გარკვეული პრობლემების წინაშე დადგება. გარკვეულ უარყოფით გავლენას განიცდის მთლიანობაში ვაჭრობა, იმპორტ-ექსპორტი. ამან შეიძლება, გავლენა მომხმარებელზეც მოახდინოს და მან გარკვეული პროდუქციის შეძენისგან თავი შეიკავოს. გვჯერა, მთავრობა სათანადო ზომებს იღებს, რათა ეკონომიკური რისკები დაძლიოს“, – აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.

 

 

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …