ეროვნულმა ბანკმა ტექსპრინტს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. სებ-ის ინიციატივით, 5-15 ნოემბერს, მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი შესაძლებლობები  ტექსპრინტზე გამოცადეს.

“ტექსპრინტის მიზანი იყო მაღალი სიზუსტის გამოსახულების ტექსტად გარდაქმნის (OCR) მოდელის შექმნა“ რომლის შედეგადაც განსხვავებული ფორმატის (შრიფტი, ხარისხი, სხვა ენასთან შერეული) ქართულენოვანი ოფიციალური დოკუმენტების მაღალი სიზუსტით  წაკითხვა და მოცემული ჩანაწერის ციფრულ ფორმაში გარდაქმნა გახდებოდა შესაძლებელი. ტექსპრინტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადობის მოწმობიდან საიდენტიფიკაციო მონაცემების ამოღებას.

გამარჯვებულების გამოვლენისას უპირატესობა მიენიჭა პრობლემის გადაწყვეტისათვის შერჩეული მიდგომის ადეკვატურობას და პროგნოზირების სიზუსტეს.  ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით, საუკეთესო შედეგი აჩვენა გუნდმა, რომლის წევრებიც სოსო სუხიტაშვილი და ორხან შამილოვი არიან.

ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაციას სხვადასხვა თემატური პროექტებსა და კონკურსების სახით.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …