საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის ანგარიშგების “ერთი ფანჯრის პრინციპი” ამოქმედდა

თბილისი (BPI) – ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ანგარიშგების ინფრასტრუქტურის დახვეწისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით “ერთი ფანჯრის პრინციპი” ამოქმედდა.

ამიერიდან, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები “ფასიანი ქაღალდების ბაზრის” და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის” შესახებ კანონებით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებებს ერთიანი პორტალის მეშვეობით (reportal.ge) წარადგენენ. მიღებული სინერგია საგრძნობლად გაამარტივებს და უფრო ეფექტიანს გახდის ანგარიშგების წარდგენის, ინფორმაციის გასაჯაროებისა და ადმინისტრირების პროცესს. ამასთან, ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს reportal.ge-ის მეშვეობით, ემიტენტების ფინანსურ და არაფინანსურ ინფორმაციის ერთ სივრცეში გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობისა და ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ერთიანი ანგარიშგების მართვის პორტალი 2020 წლიდან ამოქმედდება.

განახლებულ ანგარიშგების ინფრასტრუქტურასთან ერთად, 2020 წლის პირველ კვარტალში ეროვნული ბანკის სამართლებრივ აქტებში ანგარიშგების პროცესთან დაკავშირებული ცვლილებები იგეგმება. “ერთი ფანჯრის პრინციპის” ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური უზრუნველყოფს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …