საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა 2017 წლიდან პრაქტიკულად გაყინული გვქონდა – ლაშა ხუციშვილი ირაკლი ღარიბაშვილს

საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდა 2017 წლის შემდეგ არ განხორციელებულა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ფინანსთა მინისტრს მიმართა კითხვით, როდის გაიზარდა ბოლოს ხელფასები საჯარო მოხელეებისთვის.

„2017 წლიდან ჩვენ პრაქტიკულად გაყინული გვქონდა, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების ხელფასი, პოლიციის ხელფასი, ასევე ჯარს გაეზარდა 2019 წელს, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა 2017 წლიდან პრაქტიკულად გვქონდა გაყინული“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და საჯარო მოხელეების ხელფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება.

„როგორც იყო ჩვენი დაპირება – მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, ეს მომდევნო წლებშიც გაიზრდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …