სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაცია გრძელდება

სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 63 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების მქონე 148 ობიექტი გასაყიდად გამოიტანა. ამასთან, ელექტრონულ აუქციონზე განმეორებით გამოტანილი ობიექტები ფასდაკლებით იყიდება. საპრივატიზებო ობიექტებს შორის არის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიმდებარედ არსებული 563 991 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შპს „ზუგდიდის ფარმაციის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, სს „ხობის ნავთობპროდუქტის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 15 400 ცალი ჩვეულებრივი აქცია, შპს „იუნიორმშენის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 60%-იანი წილი და სხვა საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო აქტივი. ელექტრონული აუქციონები 29 ნოემბერს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.
საპრივატიზებო ობიექტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე – http://bit.ly/3hOTDkV

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …