სახელმწიფო კომპანია „იჯიესში“ საკუთარ 50%-იან წილს ყიდის

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კომპანია „იჯიესის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 50%-იან წილს ყიდის. წილის გასასხვისებლად აუქციონი 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული და ლოტის საწყისი ღირებულება 2 104 000 ლარს შეადგენს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 50%-ის მფლობელი „გარდაბანი ჰოლდინგზ ფი-ფი ბი.ვია“ (ნიდერლანდები).

კომპანიის საკუთრებაშია უძრავი ქონება:

1. ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა  N88-ში არსებული შენობა-ნაგებობის  ½ ნაწილი (ს/კ  N03.01.21.048)

2. ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა  N88-ში არსებული  18608 კვ.მ.  მიწის  ნაკვეთი  და  მასზე  განთავსებული  N1-N11 შენობა-ნაგებობები  (ს/კ  N03.01.21.743)

eauction.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით „იჯიესის“ აქტივები  (2023  წლის 23  იანვრის   მდგომარეობით)  –   472 791   ლარი იყო, ხოლო ვალდებულებები (2023  წლის 23  იანვრის   მდგომარეობით)  –  0  ლარი.

კომპანიის საკუთარი  კაპიტალი, 23  იანვრის   მდგომარეობით,  472 791  ლარს შეადგენდა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …