სახაზინო ობლიგაციებზე მოთხოვნა მიწოდებას 1,85-ჯერ აღემატება

თბილისი (BPI) – 9 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მლნ ლარის 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 37 მლნ ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.570 პროცენტით, მაქსიმალური 6.670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.606 პროცენტით განისაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …