სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 9 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 89 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000 პროცენტით, მაქსიმალური 9.140 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.044 პროცენტით განისაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველო ITB CHINA 2026-ის ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება

წელს საქართველო ჩინეთში, შანხაიში, აზიაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China-ს პარტნიორი ქვეყანა იქნება. პარტნიორობის …