სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2022 წლის 13 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 60 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.440 პროცენტით, მაქსიმალური 9.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.452 პროცენით განისაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის მომსახურებების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დღეიდან …