სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2022 წლის 5 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა  ბანკმა.  მოთხოვნამ შეადგინა 40 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.490 პროცენტით, მაქსიმალური 10.620 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.523 პროცენტით განისაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

რატომ აქვს ყავის ჭიქის თავსახურს პატარა ნახვრეტი?

ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი, რომელიც სასმელის დასალევად განკუთვნილი ძირითადი ხვრელისგან განცალკევებით მდებარეობს, სინამდვილეში ფიზიკის კანონებს …