სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2022 წლის 7 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.590 პროცენტით, მაქსიმალური 10.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  10.645 პროცენტით განისაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

ლონდონის საფონდო ბირჟა: ვულოცავთ საქართველოს 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას

საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ეხმაურება ლონდონის საფონდო ბირჟა. …