სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 12 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 81 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.220 პროცენტით, მაქსიმალური 9.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.248 პროცენტით განისაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …