საწვავის იმპორტი მცირდება, უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა კი რუსეთია

თბილისი (BPI) – საქართველოში საწვავის იმპორტი მცირდება.

2019 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 676,8 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავი შემოვიდა, რაც 56,4  ათასი ტონით ანუ 7,7%-ით ჩამორჩება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (733,2 ათასი ტონა).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  349,1  ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 13,5 ათასი ტონით ანუ 3,7%-ით),  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 327,7  ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 42,9 ათასი ტონით ანუ 11,6%-ით).

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 231,8  ათასი ტონა ანუ 66,4%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 109,7 ათასი ტონა ანუ 31,4%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი – 7,6 ათასი ტონა ანუ 2,2%.

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 8 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან – 197,4  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი – 190,5 ათასი ტონა (28,1%),  აზერბაიჯანი – 122,4 ათასი ტონა (18,1%), თურქმენეთი – 69,6 ათასი ტონა (10,3%);   ბულგარეთი  – 60,3 ათასი ტონა (8,9%), საბერძნეთი –  35,4 ათასი ტონა (5,2%) და სხვ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …