საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით, ირაკლი ლექვინაძე მინისტრებთან ერთად მცირე ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა

საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი მცირე ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
🔵 სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მხარეებმა საწვავის ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე, მიღებულ მონაცემებზე, კონკურენციის ხარისხის გაუმჯობესებასა და სამომავლო პროგნოზებზე იმსჯელეს.
🔵 საწვავის მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …