საქმიანი ტურიზმი ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ მხარჯვეულნარიანი ტურისტების შემოდინებას ქვეყანაში -ქვრივიშვილი 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის უდიდესი ფორუმების გაერთიანების m&i Forum – ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მოწვევით იმყოფებიან.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი და საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსი ლევან ჯაფარიძე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, მთავრობა, ტურისტულ ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს როგორც ახალ პოტენციურ ბაზრებზე გასასვლელად, ასევე ახალი ტურისტული პროდუქტების შესათავაზებლად. ამ მხრივ, საქმიანი ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა m&i Forum – ის 2023 წელს ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობაზე.

„საქმიანი ტურიზმი ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მაღალ მხარჯვეულნარიანი ტურისტების შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან საქმიანი ტურიზმის ფორუმების m&i Forum – ის ორგანიზატორებთან, რათა მათი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა 2023 წელს იყოს საქართველო. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველოს ესტუმრება 100 – მდე გავლენიანი ღონისძიების ორგანიზატორი, რომლებიც შეხვდებიან ადგილობრივ კერძო სექტორს, მოინახულებენ ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას. შედეგად, მოველით, რომ ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს არაერთ საერთაშორისო დონის ღონისძიებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოს პოპულარიზაციასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

m&i Forum – ის წარმომადგენლები უკვე გაეცნენ საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს. მათი შეფასებით, ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, წარმატებით უმასპინძლოს მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებს.

ვიზიტის ფარგლებში m&i Forum წარმომადგენლებმა თბილისში საგამოფენო სივრცეები და სასტუმროები დაათვალიერეს. ამის შემდეგ, m&i Forum – ი შეაფასებს, რამდენადაა მზად საქართველო, უმასპინძლოს მასშტაბურ ღონისძიებებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …