საქართველო Frontera-სთან დავაზე გადაწყვეტილებას ელის

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი ყველას მოუწოდებს Frontera-სთან დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მკვეთრი და მცდარ ინფორმაციაზე დაფუძნებული განცხადებები არ გააკეთონ.

ნათი თურნავა აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ელის.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, დავა საერთაშორისო არბიტრაჟში, მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანოში მიმდინარეობს.საქართველო გადაწყვეტილების გამოცხადების მოლოდინშია.

დავაში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ნავთობისა და გაზის სააგენტო. საქმეზე არსებითი მოსმენები დეკემბერში დასრულდა.

“დიდი მოთმინებით და პატივისცემით საერთაშორისო არბიტრაჟის ინსტიტუტის მიმართ, უახლოეს პერიოდში ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

არსებული ინფორმაციით, დასაქმებულთა მიმართ Frontera-ს 11 თვეზე მეტი დავალიანება აქვს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …