საქართველო EURAXESS-ში წევრიანდება

თბილისი (BPI) – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი  მიხეილ ბატიაშვილი სექტემბერში საქართველოს ევროპის სამეცნიერო სივრცეში – EURAXESS-ში გაწევრიანებას აანონსებს.

ბატიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, რის შედეგადაც ქართული მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება.

შედეგად ნებისმიერ ქართველ მეცნიერს და ინსტიტუციას პირდაპირი წვდომა ექნება 15000-ზე მეტ ორგანიზაციასთან და შესაძლებლობა მიეცემათ ევროპულ სივრცეში არსებული მრავალმხრივი შესაძლებლობებით ისარგებლონ.

EURAXESS – ის კვლევით პროექტებში ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი იხარჯება.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …