საქართველო ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს წელს მესამედ უერთდება

თბილისი (BPI) – გლობალური აქცია სახელწოდებით, „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ რამდენიმე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. აღნიშნული კამპანია ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციის და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ერთობლივი პროექტია, რომელსაც საქართველო უკვე მესამე წელია უერთდება.

მსოფლიომ მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოაცხადა და საერთაშორისო კამპანიის მიზანს სწორედ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინფორმირებულობის დონის გაზრდა, წნევის შემოწმების მნიშვნელობის წამოწევა და დაავადების დროული გამოვლენა წარმოადგენს. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა. კიდევ უფრო საყურადღებოა არაკონტროლირებული ჰიპერტენზია, რომელთა შემთხვევებმაც წელს იმატა, რადგანაც პანდემიის გამო ჯანდაცვის სპეციალისტებთან გართულებული წვდომის გამო პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტირება

„გაიზომე წნევა და არ დაგავიწყდეს წამლის მიღება – ამას შენთვის გეუბნები“ – წელს კამპანიის მთავარი გზავნილია, რომელიც მიზნად ისახავს დაავადების და მისი მოსალოდნელი გართულებების შესახებ ყურადღების მეტად გამახვილებას, ასევე ახალგაზრდების წახალისებას, მოუწოდონ საკუთარ მშობლებს და საყვარელ ადამიანებს წნევის შემოწმებისკენ.

„დღეს საზოგადოება საკმარისად ინფორმირებული არ არის ჰიპერტენზიისა და მისი მისი მოსალოდნელი გართულებების შესახებ.მოსახლეობის ნახევარმა არც იცის, რომ აქვს ჰიპერტენზია. ნაწილმა იცის დაავადების თაობაზე, მაგრამ არ აღიქვავს მას სერიოზულად და არ აკონტროლებს. მხოლოდ მცირე ნაწილია ვინც აკონტროლებს არტერიულ ჰიპრტენზიას. შესაბამისად, კამპანიის მიზანი ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, წნევის რეგულარულად გაზომვის კულტურის დანერგვა და ჰიპერტენზიის გართულებების რისკების შემცირებაა. წნევის შემოწმებით, ზრდასრული ადამიანები უკეთესად შეძლებენ მის მართვას და შეამცირებენ გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკს. ამ ახალი კამპანიის მთავარ მიზანსაც დაავადებაზე ყურადღების გამახვილება წარმოადგენს და მასში აქტიურად ერთვებიან ბავშვები, რადგან შვილები და შვილიშვილები არიან ისინი, რომლებიც გვიძლიერებენ მოტივაციას, გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას. ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებთან, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ჰიპერტენზიის შესახებ საუბრით, ჩვენ შევძლებთ დაავადების მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას,“ – განმარტავს ფარმაცევტული კომპანია „სერვიე“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაია ხეცურიანი.

კამპანიის „Because I Say so – ამას შემთვის გეუბნები“ ფარგლებში, კომპანია „სერვიეს“ ინიციატივით, მომზადდა გრაფიკული ვიდეო რგოლი „როგორ გავიზომოთ წნევა სწორად“, რომელიც ციფრული მედიის საშუალებით გავრცელდება. მნიშვნელოვანია, რომ წელს კამპანიის სახეები არიან და ფოტო-ვიდეო გადაღებებში მონაწილეობას იღებენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ექიმები საკუთარ შვილიშვილებთან ერთად. ისინი პროექტში კეთილი ნების ელჩებად ერთვებიან, რათა მოუწოდონ ყველას, პაციენტებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას, მუდმივად აკონტროლონ არტერიული წნევა, რათა თავიდან აიცილონ მისგან გამოწვეული გართულებები.

. მსოფლიოში დაახლოებით 1.2 მლრდ ადამიანს აქვს ჰიპერტენზია და ის სიკვდილობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, – ჰიპერტენზიითა და მისგან გამოწვეული გართულებებით მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იღუპება 2025 წელს, მოსალოდნელია ზრდასრული მოსახლეობის 29.2% -ს შეექმნას ჰიპერტენზიის პრობლემა, რაც 1.56 მლრდ ადამიანს შეადგენს. ცნობისათვის, ჰიპერტენზია წამყვანი რისკფაქტორია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი და გულის უკმარისობა. ინსულტის შემთხვევების 62% განპირობებულია ჰიპერტენზიით. ჰიპერტენზიის სხვა გართულებები ასევე შეიძლება იყოს გულის უკმარისობა, პერიფერიულ ვასკულარულ დაავადება, თირკმლის უკმარისობა, რეტინულ სისხლჩაქცევა და მხედველობის დაქვეითება. ჰიპერტენზია ხშირად ჩუმად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ არტერიული წნევის გაზომვა მნიშვნელოვანია ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენისთვის. ეს კი თავის მხრივ გართულებების რისკის მინიმუმამდე დაყვანას.

ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება. 2018 წელს მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოცხადა და მიეძღვნა კამპანია „Because I say so- ამას შენთვის გეუბნები“. 2019 წლის კამპანია მსოფლიოს 70 ქვეყანაში განხორციელდა და 150 მლნ. ადამიანი იქნა ინფორმირებული პოსტებით და შეტყობინებებით სხვადასხვა სოციალური მედია-პლატფორმების მეშვეობით (Facebook, LinkedIn, და Twitter). 2020 წელს კამპანია ფოკუსირებული იყო წნევის ყოველდღიურად გაზომვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და მკურნალობასთან დაკავშირებით ექიმის მითითებების შესრულებაზე. წელს კამპანიის მნიშვნელოვანი გზავნილია: „გაიზომე წნევა და არ დაგავიწყდეს წამლის მიღება – ამას შენთვის გეუბნები“ . პროექტი სოციალური და გლობალურია, რომელიც ემსახურება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ჰიპერტენზიის) პრევენციასა და მართვის ხელშეწყობას როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი ებრძვის ჰიპერტენზიას და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება.

„სერვიეს“ შესახებ

„სერვიე“ გლობალური ფარმაცევტული ჯგუფია, რომელსაც ფონდი მართავს. კომპანია წარმოდგენილია 150 ქვეყანაში და მასში დასაქმებულია 22,500 ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით. მისმა მთლიანმა შემოსავალმა 2020 წელს 4.7 მლრდ. ევრო შეადგინა. „სერვიე“ დამოუკიდებელი ჯგუფია, რომელიც შემოსავლის დაახლოებით 20%-ის ინვესტირებას ყოველწლიურად ახდენს კვლევით სექტორში, რათა ინოვაციური, ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტები შექმნას პაციენტებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …