საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყდება

თბილისი (BPI) – მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ზონად არ მიიჩნევა, ხელისუფლება ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვეტას განიხილავს.

ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების ალბათობასთან პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ სიმშვიდისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

ნათია თურნავას თქმით, ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში სხვადასხვა უწყებაა ჩართული, ტარდება აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები.

“ხორციელდება სკრინინგი ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე, მაგრამ ვფიქრობ, მოგვიწევს ჩინეთთან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

შემთხვევითი სიახლე

მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ პარკის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის  პროექტირებას …