საქართველო ტურიზმის ახალი კანონზე მუშაობს

თბილისი (BPI) – საქართველო ტურიზმის ახალ კანონზე მუშაობს. პარლამენტში კანონპროექტზე მსჯელობა და კონსულტაციები უკვე დაწყებულია. შექმნილია სამუშაო ჯგუფიც.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბეგაძემ განაცხადა, იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში ტურისტების დინამიკა და ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება არსებული კანონმდებლობა რეალობას ვერ პასუხობს.

„თუ ვსაუბრობთ კანონმდებლობასა და გარკვეულ რეგულაციებზე ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. რა თქმა უნდა სხვა გამოწვევებიც გვაქვს, მათ შორის ხარისხისა და სერვისის გაუმჯობესება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ტურიზმის განვითარება სიღარიბის დაძლევისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საუკეთესო იარაღია და საქართველომ უნდა იზრუნოს ტურისტული სერვისების დივერსიფიკაციაზე.

ბრეგაძე მიიჩნევს, რომ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურებების წილი, რათა მაქსიმალური შედეგი მიიღოს მოსახლეობამ და მცირე და საშუალო ბიზნესმა. თუმცა აღნიშნავს, რომ ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და ოქროს შუალედის დაცვაზე მიათითებს.

მოქმედი კანონის ნაკლოვანებებსა და სამომავლო გეგმებზე ბათუმში გამართულ ტურისტულ ფესტივალზე „ტურისტერი“ ისაუბრეს.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …