“საქართველო სამთავრობო კორუფციის რისკის არქონის მიხედვით N1 ქვეყანაა მსოფლიოში”

თბილისი (BPI) – “საქართველო სამთავრობო კორუფციის რისკის არქონის მიხედვით ნომერ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, ეს საკმაოდ დიდი სიგნალია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორებისთვის”, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჭარაიამ Trace International-ის გამოქვეყნებულ მონაცემებზე.

მონაცემების თანახმად, კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა. ამასთან, ბიზნესთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით კოვიდპანდემიის ფონზე საქართველოსთვის საკმაოდ პოზიტიურ პერსპექტივებს აჩენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჭარაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ეს კარგი სიგნალია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, როგორც უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე – საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებისთვის, რომ საქართველო, მიუხედავად ამ რთულ პერიოდში გამოწვევებისა, უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც კორუფციასთანაა დაკავშირებული. ცალკეული ნაბიჯებით პოზიტიური მიმართულებისკენ წინ მიდის და სამთავრობო კორუფციის რისკის არქონის მიხედვით ნომერ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. ეს საკმაოდ დიდი სიგნალია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორებისთის. განსაკუთრებით, კოვიდის ფონზე ეს საკმაოდ პოზიტიურ პერსექტივებს აჩენს საქართველოსთვის“, – განაცხადა ჭარაიამ.

„Trace International-ის მიერ წარმოებული რეიტინგი ქვეყნებს აფასებს კორუფციის მიხედვით, კერძოდ, კორუფციის შესაძლებლობის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის მიხედვით.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …