საქართველო საზღვაო სტრატეგიაზე მუშაობს

თბილისი (BPI) – საქართველოს საზღვაო სტრატეგია ექნება. დოკუმენტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად იმუშავებს. ექსპერტთა ჯგუფი 20-27 მარტს საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

ევროკავშირის ექსპერტები ქვეყანას დაეხმარებიან დაგვეხმარებიან მნიშვნელოვანი დირექტივების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

„საზღვაო ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისთვის, უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საზღვაო სტრატეგიის დოკუმენტის არსებობა, რაც საქართველოს ამჟამად არ გააჩნია და მისი შემუშავება, თავის მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა. მისი ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განისაზღვრება  სწორი მიმართულებები და შემუშავდება გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და დარგის  მდგრად განვითარებას.

პროექტის ფარგლებში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ შემდეგ დირექტივებზე:

–    ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საქართველოს საზღვაო სტრატეგიის შემუშავება;

–              ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/45/EC დირექტივა სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების შესახებ;

–     ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001/96/EC დირექტივა რომლითაც ჩამოყალიბდა სატვირთო გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ჰარმონიზებული მოთხოვნები და პროცედურები.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …