“საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმებით წარმატებული ქვეყანაა” – ნურიელ რუბინი

თბილისი (BPI) – „საქართველო მაკრო და სტრუქტურული წარმატებული რეფორმებით სამაგალითო ქვეყანაა“, – ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორი ნურიელ რუბინი მიიჩნევს, რომ 5% ეკონომიკური ზრდის მიღწევით ქვეყანამ საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი.

მისაბაძია იმ ქვეყნებისთვისაც, რომელთაც სურთ ჰქონდეთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სრულყოფილი ფისკალური პოლიტიკა და სახელმწიფო ფინანსები, დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი. ყოველივე ეს საქართველომ შეძლო ხარჯვის კონტროლით, კაპიტალურ ხარჯებში ინვესტირებით და სრულყოფილი საგადასახადო სისტემით, რომელიც ზრდის შემოსავლებს.

„საქართველომ, სხვა ბევრ ქვეყანასთან ერთად გააცნობიერა დამოუკიდებელი, ინფლაციაზე ფოკუსირებული ცენტრალური ბანკის მნიშვნელობა.  არის ინფლაციის თარგეთირების და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. საგარეო შოკი, ნაწილობრივ სწორედ კურსით აბსორბირდება.

 „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე – „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” რუბინიმ საგარეო დეფიციტის კლების პოზიტიუირ ტრენდზე აღნიშნა. „ვიცით, რომ,  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსება უმჯობესია გრძელვადიანი რესურსით და ეროვნული ვალუტით. საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ფინანსდება კაპიტალით, რომელიც არის როგორც გრძელვადიანი, ასევე ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული.

ქვეყნის  საფინანსო სისტემა ჯანსაღია; ბანკების ზედამხედველობა და  რეგულირება სწორად და წარმატებით ხორციელდება. აქვთ კარგი კაპიტალი, კარგი ლიკვიდობა და დაბალი ლევერიჯი. შესაბამისად, ბოლო ხანებში ქვეყნის რეიტინგები იზრდება, რადგან ჯანსაღი საფინანსო სექტორი  მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფუნდამენტია.

მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად საჭიროა  პროდუქტიულობის ზრდა, რაც გულისხმობს რეფორმებს, რომელიც ეკონომიკური ზრდის პოტენციალსაც ზრდის“,  – განაცხადა პროფესორმა.

აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისში უკვე მესამედ ტარდება, წელს მას 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …