საქართველო ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) წევრი ხდება

საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოსა და ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე.
აღნიშნული თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით განხორციელდა.
თანამშრომლობის საფუძველზე, ქვეყნის ტერიტორიაზე გაიზრდება ამინდის პროგნოზების სიზუსტე, რაც შესაძლებელს გახდის სტიქიური მეტეოროლოგიური და მასთან დაკავშირებული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მომზადებას.
ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი მსოფლიოში, მეტეოროლოგიის დარგში, ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც 34 წევრი ქვეყნისთვის აწარმოებს და ავრცელებს ციფრული ამინდის პროგნოზებს, თანამშრომლობს წევრი ქვეყნების მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან და ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრის თანამშრომლობა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

შემთხვევითი სიახლე

ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს – ლაშა ხუციშვილი

ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი …