საქართველო და უკრაინა კონკურენციის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

თბილისი (BPI) – საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.

მხარეებმა, კონკურენციის სფეროში, საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის განვითარების აქტუალური საკითხები განიხილეს და კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და უკრაინის ანტიმონოპოლიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიის გაუმჯობესების მიმართულებებზე, არსებულ გამოწვევებსა და გამოცდილების გაზიარების ეფექტიან მექანიზმებზე.

მხარეებმა მომავალი აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურეს და შეთანხმდნენ, რომ სამუშაო შეხვედრები მომავალშიც შედგება.

ირაკლი ლექვინაძემ იგორ დოლგოვს, 2020 წლის 18 თებერვალს, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის დაგეგმილი ღონისძიების შესახებ – თემაზე „თანამშრომლობის შესაძლებლობები საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან“ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ოფიციალურად მოიწვია.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …