საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ ტურისტულ პაკეტებზე იწყებენ მუშაობას

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას ფუად ნაგიევს უმასპინძლა.

მხარეებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განიხილეს საქმიანი ტურიზმის განვითარების და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები.

“რეგიონის მიმართ საერთაშორისო მოგზაურთა მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია საქართველო-აზერბაიჯანის კომბინირებული ტურების რეალიზება. ჩვენ ვფიქრობთ რეგიონის ცნობადობას ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო გავზრდით, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ჩინეთი, იაპონია და ე.წ. შორი მანძილის ქვეყნები.“ -აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის. მეზობელი ქვეყანა საქართველოში შემოსული ტურისტული ვიზიტების რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავეა.

 

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …