საქართველო ბრიტანეთისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაციას ელის

თბილისი (BPI) – საქართველო  დიდი ბრიტანეთისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაციას ელის.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადა, „ბრექსიტის“ ამოქმედებამდე საქართველომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება აწარმოა.

“ხელი მოვაწერეთ შეთახმებას და მოვახდინეთ ამ შეთანხმების რატიფიკაცია. ახლა იგივეს ველოდებით ბრიტანეთის მხრიდან. ვფიქრობთ, დაახლოებით 1 თვეში რატიფიკაცია მოხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესის დროულად დასრულება,“ – განაცხადა გენადი არველაძემ.

მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა.

შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა – II ფაზა“ ორგანიზებით გაიმართა.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …