საქართველო-ბელორუსს შორის დამატებითი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა განიხილება

თბილისი (BPI) – საქართველო-ბელარუსს შორის დამატებითი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობა განიხილება.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, დადებითი ტენდენციაა ბელორუსის მხრიდან ტურისტების რაოდენობის ზრდის მიმართულებით და ამ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების თვალსაზრისით მხარეებმა განიხილეს დამატებითი პირდაპირი ავია-ფრენების შესაძლებლობა.

„დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა”-აღნიშნა დავით ზალკანიანმა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ბელორუსის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულება და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების გზებზე.

„ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არ არსებობს პრობლემური საკითხები, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ყოველი წლით იზრდება და არსებული დინამიკაც მიანიშნებს იმაზე, რომ მიმდინარე წელიც იქნება უაღრესად პოზიტიური სავაჭრო ურთიერთობებში.” -აღნიშნა მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …