საქართველო აზერბაიჯანთან სატრანსპორტო- ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის შესაძლებლობებს განიხილავს

თბილისი (BPI) – “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძე 17-18 სექტემბერს, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან და მის მოადგილეებთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის ეკონომიკის და ტრანსპორტის მინისტრებთან და  “აზერბაიჯანის რკინიგზის” გენდირექტორთან, სადაც მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნების სრულფასოვან ეკონომიკურ განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო – ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციაზე.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობაზე, ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის პოპულარიზებას საერთაშორისო დონეზე და ამ მხრივ, ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებაზე.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …