საქართველოში Body Shop-ი შემოდის

თბილისი (BPI) – საქართველოში კოსმეტიკური საშუალებების ცნობილი ბრიტანული ბრენდი The Body Shop-ი შემოდის.

ბრენდის ფრანჩაიზერი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფია (GHG), რომელმაც პარტნიორთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, GHG ფარმაციას The Body Shop-ის ოპერირების 10-წლიანი უფლება აქვს. ის ისარგებლებს ყველა იმ ბენეფიტით რაც ცნობილ ბრიტანულ ბრენდს გააჩნია.

ბაზარზე შემოსვლიდან პირველ წელს თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში 3 მაღაზია გაიხსნება, ასევე ბრენდი გაიყიდება GPC-ის 50 აფთიაქში შოპ-ინ-შოპ მოდელით შევა, დასაწყისისთვის 50 აფთიაქში, შემდგომში კი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

The Body Shop-ი პარფიუმერიისა და კოსმეტიკის 1000-მდე საშუალებას აწარმოებს, ბრენდი 70 ქვეყანაში 3000-მდე ფრანჩაიზერული მაღაზიით არის წარმოდგენილი.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …