საქართველოში წყალმომარაგების სექტორში 9 კომპანია ოპერირებს

სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს 9 ლიცენზიატი, ესენია:

  • შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP)
  • შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” (GWP)
  • შპს “ბათუმის წყალი” (BWC)
  • შპს “რუსთავის წყალი” (RWC)
  • შპს “მარნეულის სოფწყალი” (MVWC)
  • შპს “ქობულეთის წყალი” (KWC)
  • შპს “საჩხერის წყალკანალი” (SWC)
  • შპს „საგარეჯო“ (SVWC)
  • შპს “სოგური” (Soguri)

გარდა ამისა, წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატებიდან 1 წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოს, 5 – მუნიციპალურს, ხოლო  3 – კერძო საკუთრებაში არსებულს.

სემეკი აღნიშნავს, რომ  კომისია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს წყალმომარაგების ლიცენზიატი საწარმოების სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგს, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, ლიცენზიატთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმების საფუძველზე.

რაც შეეხება მომოხმარებლების რაოდენობას, დოკუმენტის მიხედვით,  მოსახლეობის 68.1%-ის (2,511,260 ადამიანი) სასმელი წყლით წყალმომარაგებას უზრუნველყოფს წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიები, ხოლო 31.9 %-ის (1,177,386 ადამიანი) წყალმომარაგებით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ვალდებულებას წარმოადგენს. ჯამში მომხმარებელთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით გაიზარდა 5.8%-ით, და ჯამში  33,800 აბონენტს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …