თბილისი (BPI) – საქართველოში 2019 წლის მესამე კვარტალშიკომპიუტერთა მომხმარებლების 1,60 % შეეჯახა და ფარული კრიპტომაინერების შეტევას, მაშინ როცა ამ მაჩვენებელმა სომხეთში შეადგინა 1,84%, ხოლო აზერბაიჯანში – 1, 98 %.
2019 წლის მეორე კვარტალში, ქართველ მომხმარებელთა კომპიუტერების 2.22%-მა განიცადა ფარული კრიპტომაინერების თავდასხმა, სომხეთში ისინი დარეგისტრირდნენ მომხმარებელთა 2.49%-ზე, ხოლო აზერბაიჯანში 2.53%-ზე , ამის შესახებ მოწმობენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები, რომლის თანახმად 2019 წლის ივლის-სექტემბერში კრიპტომაინერთა ყველაზე მეტი თავდასხმა მოხდა ავღანეთის მომხმარებლებზე და შეადგინა 9.42%.
კრიპტოკრიმინალები, რომლებიც ფარული კრიპტომაინერებით გამოიმუშავებენ, სულ უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან განვითარებად ბაზრებზე. სახლისა და კომპანიების მოწყობილობებზე მომუშავე კრიპტომაინერები მუშაობენ მაქსიმალურად შეუჩნევლად. მოქმედი მაინერი მნიშვნელოვნად ანელებს სისტემის რეაქციას მომხმარებლის მოქმედებაზე, რადგან მოწყობილობის მეხსიერება, პროცესორი და ვიდეობარათები დაკავებულინი არიან კრიპტომაინინგით. ამავე დროს, აქტიური მაინერის გამო, ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით ხუთჯერ იზრდება, ხოლო ელექტრონიკზე გაზრდილმა დატვირთვამ შესაძლებელია კომპიუტერი ვადაზე ადრე გამოიყვანოს წყობიდან.
მათგან თავის დაცვის მიზნით ექსპერტები გვირჩევენ გამოვიყენოთ კიბერუსაფრთხოების წესები. კომპანიებმა კი ყველა კომპიუტერზე და სერვერზე უნდა დააყენონ უსაფრთხოების გადაწყვეტილებები,ანომალიებისაგან თავის არიდების მიზნით რეგულარულად უნდა შეამოწმონ კორპორატიული ქსელის ინფორმაციული უსაფრთხოება და ყურადღება მიაქციონ ჰაკერების ისეთ აშკარად ნაკლებ საყურადღებო მიზნებს, რომლებიც გამოიხატებიან რიგის მართვის სისტემებში, POS -ტერმინალებსა და სავაჭრო ავტომატებში. საჭიროა ლეგალური პროგრამების საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტილებების გამოყენება დანართების მართვის ფუნქციით, რომლებსაც გააჩნიათ მავნე მოქმედებების კონტროლის ფუნქცია, ხოლო მუშა სადგურების დაცვისათვის და არასასურველი პროგრამების გაშვების თავიდან ასაცილებლად გამოყენებული უნდა იქნას დამცველი გადაწყვეტილებების ტექნოლოგია Default Deny.