საქართველოში შავ ბაზარზე მედიკამენტების გაყიდვა ისევ ხორციელდება, რაც ნორმალური მართვის პირობებში არ უნდა არსებობდეს – ნეოლაბი

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორის გიორგი კამკამიძის თქმით, საქართველოში შავ ბაზარზე მედიკამენტების გაყიდვა ისევ ხორციელდება, რაც ნორმალური მართვის პირობებში არ უნდა არსებობდეს.

ის „საქმის კურსში“ რამდენიმე მედიკამენტს ასახელებს, რომელიც შავ ბაზარზეა ხელმისაწვდომი.

„ერთ-ერთია იმუნოგლობულინი, რომელიც ძალიან ხშირად მძიმე ინფექციების დროს გამოიყენება. ზოგიერთ ადამიანს ამ პრეპარატის მუდმივად გამოყენება სჭირდება, მაგრამ დეფიციტურია“, – ამბობს გიორგი კამკამიძე.

რაც შეეხება აღნიშნული მედიკამენტის დეფიციტში ყოფის გამომწვევ მიზეზს, ის ამბობს, რომ „კორონა“ ვირუსის პერიოდში მათზე ჭარბმა მოთხოვნამ დეფიციტი შექმნა.

„„კორონა“ ვირუსის პერიოდში ამ მედიკამენტის გამოყენება საჭირო გახდა და პედიატრიული პაციენტებისთვის შესყიდვა მოხდა, რამაც ძალიან დიდი დეფიციტი გამოიწვია. აფთიაქებში ფაქტობრივად არ არის“, – განმარტავს იგი.

მისი თქმით, დეფიციტურია სარეზერვო ანტიბიოტიკებიც, რაც აფთიაქების ძირითად ქსელებში ფაქტობრივად არ არის:”ხშირ შემთხვევაში ასეთი პრეპარატები აფთიაქების ძირითად ქსელებში არ არის და ზოგიერთ შემთხვევაში მათი პოვნა შავ ბაზარზეა შესაძლებელი ან საზღვარგარეთიდან შემოტანა ათმაგ და ოცმაგ ფასში ხდება“.

 

წყარო: bm.ge

შემთხვევითი სიახლე

ჩინელი მწარმოებლები მაღაზიებს რუსულ ონლაინ პლატფორმებზე ხსნიან

რუსული სავაჭრო პლატფორმები აქტიურად იზიდავენ ჩინელ მოვაჭრეებს, რომლებიც ცდილობენ სანქციების პირობებში ახალი ბაზრების პოვნას. აღნიშნული …