საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი გაიზრდება

თბილისი (BPI) – საქართველოს ყაზახეთთან ხორბლის იმპორტის ზრდაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ეკონომიკის მინისტრი ყაზახეთის ხორბლის ექსპორტიორი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის „პროდკორპორაციის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს რინატ აკბერდინსა და მმართველ დირექტორს ნურბეკ დაიბეკოვს  შეხვდა.

ნათია თურნავას თქმით, ყახაზეთიდან ხორბლის იმპორტის ზრდა საქართველოს ბაზარზე  მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ხორბლის მარაგები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყახაზეთში ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოში მსხვილი ყაზახური კორპორაციების სამუშაო ჯგუფის ვიზიტი მიმდინარეობს, რომლის დროსაც დაგეგმილია შეხვედრები როგორც სამთავრობო უწყებებთან, ასევე მოლაპარაკებების გამართვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

მისივე განმარტებით, ყაზახეთიდან სამუშაო ჯგუფების ვიზიტი ხორციელდება ყაზახეთის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი დავალების ფარგლებში. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ყაზახეთთან წარმატებით დასრულდება და უკვე წელს ყაზახეთიდან ხორბალი კონკურენტულ ფასად შემოვიდეს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …