საქართველოში სამედიცინო ტექსტილის პირველ ქართულ საწარმო „დოქტორ გუდსი” იხსნება

თბილისი (BPI) – საქართველოში სულ მალე ამოქმედდება პირველი ქართული სამედიცინო ტექსტილის საწარმო „დოქტორ გუდსი“ / Dr. Goods რომელიც სამედიცინო სტერილურ და არასტერილურ პროდუქტს შესთავაზებს მომხმარებელს.

„დოქტორ გუდსის” ძირითად მიმართულებს წარმოადგენს: ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული შემოფარგვლები, ქირურგიული ხალათები და ა.შ რომლებიც საქართველოში დამზადდება და ეს იქნება პირველი ქართული საწარმო რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს

ხარისხი „დოქტორ გუდსი“ ის გუნდისთვის უმნიშვნელვანესია,სწორედ ამიტომ წარმოების პროცესში გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი კლასის ევროპული წარმოების ISO 9073-11:2002 სტანდარტის ნედლეული.
სტერილიზაცია კი ხორციელდება ISO 11137-3:2017 და ISO 13485: 2016 სტანდარტების მიხედვით, საქართველოში პირველი ეთილენ ოქსიდის ექსპერტ კლასის საწარმოო სასტერილიზაციო კამერის მეშვეობით.

კომპანიის მიზანია შესთავაზოს საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს უმაღლესი კლასის, კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები, შეამციროს მათთვის მიწოდებისა და წარმოების ვადები, ფინანსური დანახარჯები და განავითაროს ადგილობრივი წარმოება.

საწარმოში პირველ ეტაპე 15 ადამიანია დასაქმებული, კომპანიის განვითარების გეგმის მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობა წლის ბოლომდე გაორმაგდება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …