საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი გაორმაგდა

თბილისი (BPI) – საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი თებერვალში იანვართან შედარებით გაორმაგდა და 9 ათასი ტონას მიაღწია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ქვეყნების მიხედვით, თებერვალში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 4,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 47,7%-ს შეადგენს.

იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა ეგვიპტე – 2,4 ათასი ტონა (26,7%), თურქეთი – 2,3 ათასი ტონა (25,6%). 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …