საქართველოში მობილური მავნე პროგრამების შეტევები შესუსტდა, ტროიანელები იმავე დონეზე დარჩნენ

2022 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მობილური მოწყობილობების მომხმარებლებმა ნაკლები მობილური საფრთხე განიცადეს, ხოლო მობილური საბანკო და გამოსასყიდი ტროიანელების შეტევების დონე არ შეცვლილა. ამას მოწმობს „კასპერსკის ლაბორატორიის” მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მომხმარებელთა 0,80%-ს დაემუქრა მობილური საფრთხეები, 2021 წლის პირველი კვარტალის 1,38%-ის ნაცვლად.

ამავდროულად, მომხმარებელთა წილი, რომლებიც შეეჯახნენ მობილურ საბანკო ტროიანელებს, დარჩა 0,2% დონეზე.

რაც შეეხება მობილურ ტროიანელ-გამომძალველებს, მონაცემების დაშიფვრის მცდელობა შემდგომში გამოსასყიდის მოთხოვნით, 2022 წლის იანვარ-მარტში დაფიქსირდა ქართველი მომხმარებლების მოწყობილობების 0,01%-ზე და ეს მაჩვენებელი ასევე არ შეცვლილა გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით.

ექსპერტები გვთავაზობენ მობილური მავნე პროგრამებისაგან თავდაცვის ნაკრებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ აპლიკაციები უნდა ჩამოტვირთოთ მხოლოდ სანდო წყაროებიდან, პროგრამების მოწყობილობის პარამეტრში გამორთოთ ინსტალაციის შესაძლებლობები, ასევე უნდა განაახლოთ აპლიკაციები და სისტემები. მიზანშეწონილია არ მიჰყვეთ საეჭვო ბმულებს და არ გახსნათ საეჭვო ფაილები SMS-ში, ელფოსტაში, მყისიერ მესინჯერებში, სოციალურ ქსელებში და ბრაუზერებში. ასევე, მობილურის მომხმარებლებმა არ უნდა გადასცენ პერსონალური და საბანკო მონაცემები არავის ინტერნეტში, განსაკუთრებით მათ, ვინც ამას „მომგებიანი” შეთავაზებების საპასუხოდ „ითხოვენ”. ტროიანელთა და სხვა ნებისმიერი მავნე პროგრამისგან დასაცავად, თქვენ უნდა დააინსტალიროთ საიმედო ანტივირუსი თქვენს მობილურ მოწყობილობაზე, რომელიც გაგაფრთხილებთ მავნე საიტების ინსტალაციასა და მონახულებისას.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …