თბილისი (BPI) – საქართველოში 2019 წლის იანვარსექტემბერში გაცემულია 7802 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,3%-ით მეტი) 5621,7 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23,9%-ით მეტი).
ნებართვების 71% მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49,2% თბილისზე, 11% – აჭარის ა.რ.-ზე და 10,8% – ქვემო ქართლის რეგიონზე.
2019 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე.
გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 36,2 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,4% – კახეთის რეგიონზე, ხოლო 9% – ქვემო ქართლის რეგიონზე.
სულ, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1923,7 ათასი კვ.მ
ფართობის (წინა წელთან შედარებით 32,3 პროცენტით მეტი) 1802 ობიექტი (წინა წელთან
შედარებით 1,5 პროცენტით ნაკლები).