საქართველოში ელექტროენერგიის დღიური და დღით ადრე ბაზრების სრულყოფილად ამოქმედებასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ელექტროენერგიის დღიური და დღით ადრე ბაზრების სრულყოფილად ამოქმედებასთან დაკავშირებით სემეკის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „ნორდ პულის“ სათაო ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრებში.
📍„ნორდ პულის“ მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ გენერალური დირექტორი ტომ დარელი, ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული ჯგუფის წევრები.
✅მხარეებმა სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედების დეტალები, „ნორდ პულის“ სავაჭრო პლატფორმის მუშაობის სპეციფიკაცია, შიდა პროცესები და ბაზრის ზედამხედველობის სამუშაო მექანიზმები, გაეცნენ პრაქტიკულ მაგალითებს.
➡️ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარის მიერ დაზუსტდა ყველა ის დეტალი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის წარმატებით ამოქმედებისათვის.
📍 „ნორდ პული“ მსოფლიოში პირველი ენერგეტიკული ბირჟაა, რომელიც ოპერირებს 16 ევროპულ ქვეყანაში. კომპანია საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას უწევს კონსულტაციებს, უზრუნველყოფს დღით ადრე და დღიური ბაზრების დანერგვა-ფუნქციონირებას, სავაჭრო პლატფორმის გამართვას. „ნორდ პულის“ მიერ მოსარგებლეებისთვის შეთავაზებული ენერგეტიკული ბაზრების მართვის გამოცდილება ეფუძნება მოქნილობას, გამჭვირვალობასა და ინოვაციურობას. 20 ქვეყნის 360-ზე მეტი მოსარგებლე ვაჭრობს „ნორდ პულის“ ბაზრებზე.
✅„ნორდ პულთან“ ქართული მხარის თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და მდგრადი განითარების სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, ნორდ პულ კონსალტინგსა და „ბლუბერს“ შორის არსებული მემორანდუმის, ხოლო შემდგომ, სსე-სა და „ნორდ პულ კონსალტინგს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …