საქართველოში Mcdonald’s-ის მე-16 რესტორანი იხსნება

თბილისი (BPI) თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ფეხსაცმლის ქარხანა „ისნის“ მიმდებარედ შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ Mcdonald’s-ის რიგით მე-16 რესტორანს ააშენებს, რისთვისაც მინიმუმ 6 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და არანაკლებ 35 ადამიანს დაასაქმებს.

➡️ ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 761 500 ლარად, საინვესტიციო პირობებით გადაეცა.

☑️შპს „თ და კ რესტორნები“ უკვე 20 წელია წარმატებით ახორციელებს Mcdonald’s-ის საერთაშორისო ქსელის რესტორნების ოპერირებას საქართველოში. დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 15 რესტორანი, სადაც დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …