საქართველოს ხელისუფლების ჰუმანიტარული დახმარება ტურისტული მიზნით ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს

საქართველოს ხელისუფლების ჰუმანიტარული დახმარება ტურისტული მიზნით ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი ტურისტების სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო.

კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აამოქმედა ცხელი ხაზი 0 800 800 909 , რომელიც ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში და საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ტურისტებს შეუძლიათ მიიღონ ყველანაირი სახის ინფორმაცია და დახმარება.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …