საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 31 დეკემბრის მდგომარეობით -28.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -28.3 მლრდ აშშ დოლარი (-76.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -115.1 პროცენტია (30 სექტემბრის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -116.2 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით  1.8 მლრდ აშშ დოლარით გაუარესდა.

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 14.2 მლრდ აშშ დოლარია (38.4 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 828.9 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 42.5 მლრდ აშშ დოლარი (114.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 2.6 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში .

 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …